This web blog is made by me for my short stories... Lasha (Appo)

ზარმაცების კუნძული

მოთხრობა დაწერილია: 23 Jan 2010
ენა: ქართული
ჟანრი: სათავგადასავლო, ფანტასტიკა




ზაფხულის დასაწყისი იყო, ივნისი, მოგზაურობა საეთოდ ჩემთვის ახალი ხილი იყო და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი გარშემო ყველაფერს რასაც ვხედავდი ზედა გემბანიდან, მართალია ძირითადად სულ ზღვა იყო გარშემო, უფრო სწორედ ოკეანე და იშვიათად თუ გამოჩნდებოდა პალმებით მოფენილი კუნძულები ან თოლიები, რადგანაც ტურისტული მარშრუტის მომდევნო პუნქტამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილი იყო. ერთ მშვენიერ დილასაც უჩვეულო ფატქმა გამომაღვიძა ტკბილად ჩაძინებული, მთელი გემი შეზანზარდა, დაფეთებული წამოვხტი, მიწისძვრა ? რა უნდა გემზე მიწისძვრას ? გარეთ გემბანზე გამოვედი მაშინვე, ირგვლივ ყველა მხარეს ოკეანე იყო, გემბანზე ბევრი ხალხი გამოსულიყო, ერთმანეთში ირევოდა და თან ყველა რაღაცაზე ლაპარაკობდა, მოკლედ ბაზრობა გეგონებოდათ. როგორც გავარკვიე გემს პატარა რიფზე გაევლო და ოდნავ მოედოო, არაფერი საშიში არ არისო და ყველა დაწყნარდა. მე გარეთ დავრჩი და გავყურებდი წინ გადაშლილ თვალუწვდენელ დიდ ლურჯ უდაბნოს რომელშიც ჩვენი გემი მიცურავდა. ამ ბუნების ყურებით ვტკბებოდი როცა ვიღაც ბაბუმ, რომელსაც გემზე მომუშავე პერსონალის ფორმა ეცვა სიმყუდროვე დამირღვია და ჩემს გვერდით ჩამოდგა, მოაჯირს დაეყრდნო ორივე ხელით და ისიც ჰორიზონტს გასცქეროდა, თან თავისთვის ჩაილაპარაკა - „ეჰ ყოველთვის ასეთი არ იყო აქაურობა“. მე დავინტერესდი და ვკითხე რას გულისხმობდა ამ თავის ნათქვამში, თან თითქოს ვხვდებოდი რომ მისი ასეთი ქცევა რამდენიმე წუთის წინ მომხდარ ამბავს უკავშირდებოდა ანუ გემის შეზანზარებას. მან მოკლედ მიპასუხა რომ ეს ადგილი ერთ ისტორიას უკავშირდება, რის შემდეგაც მე უფრო მეტად დავინტერესდი და ვუთხარი ბაბუს რომ ყველაფერი მაინტერესებდა რაც ამ ისტორიას შეეხებოდა. ბაბუმ ღრმად ამოისუნთქა, მაღლა აწეული თვალებით ლურჯ ცას ახედა, შემდეგ ისევ დახარა თვალები, ჰორიზონტის გასწვრივ შეაჩერა, ჩემსკენ გამოიხედა და განაგრძო.
მე მოგიყვები ერთ ისტორიას რომელიც ერთხელ ჩვენს პლანეტაზე მოხდა, რამდენად საინტერესოა ეს ისტორია შენ თვითონ განსაჯე.
მზის გალაქტიკაში ოდითგანვე არსებობს რამდენიმე პლანეტა, ზოგ პლანეტაზე მხოლოდ ქარია, ზოგან სიცხე და სიცივეა, ზოგანაც უკაცრიელი ქვიშები, ზოგან მცირე ბაქტერიები დაიარებიან, მაგრამ ყველაზე მდიდარი ჩვენი პლანეტაა, აქ ყველაფერთან ერთად ბევრი ხალხი ცხოვრობდა, ცხოვრობს და იცხოვრებს.
მაშ ასე იყო ჩვენი პლანეტა მრგვალი ბურთის ფორმის მწვანე და ლამაზი ფერებით, თავისი ბუნებით შორიდან რომ შეგეხედათ ერთი პატარა ბუჩქი გეგონებოდათ. კონკრეტული ადგილი რომ დაგენახათ ზემოდან დღისით სადაც ხალხი მოძრაობს მანქანებით, ქუჩები - ჭიანჭველების ბუდე გეგონებოდათ, ხოლო უწყვეტი ტყეები - დიდი მწვანე მინდორი.
დედამიწაზე ადამიანები თავიდანვე განსხვავდებოდნენ აზროვნებითა და გემოვნებით. გემოვნება ყოველთვის იყო სადავო საკითხი, ზოგს ის მოსწონდა , ზოგს - ეს. ზოგი დილით ადრე იღვიძებდა მხოლოდ იმიტომ რომ გარეთ გამოსულიყო და სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა, ზოგი მაღალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე ცხოვრობდა და მთელ დღეს კომპიუტერის თამაშში ატარებდა, ზოგს კი საერთოდ არ უნდოდა არაფრის კეთება და მხოლოდ საარსებო მინიმუმს აკეთებდა რაც კი შეეძლო გაეკეთებინა ამხელა მრავალფეროვან პლანეტაზე. ასეთ ადამიანებს ზარმაცებს ეძახდნენ. ესენი იყვნენ ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონდათ არაფრის კეთება რაც მათ გარშემო ხდებოდა, ხოდა იჯდნენ ესენიც და არაფერს არ აკთებდნენ, მხოლოდ ოცნებობდნენ თავიანთი ფანტაზიებით და იშენებდნენ სასახლეებს ოცნებებში, მერე გამოეღვიძებოდათ ოცნებებიდან და კვლავ გრძელდებოდა უსაქმურად ყოფა ცხოვრება - ზოგი ოფისში იჯდა ფეხი ფეხზე გადადებული და ფანჯარაში იყურებოდა, ზოგი ბირჟაზე იჯდა, ზოგიც ინტერნეტში დაძრომიალობდა უაზროდ. ამ ზარმაც ადამიანებს ბევრი დრო ჰქონდათ საფიქრად და საოცნებოდ. ასე რომ ფანტაზიები საკმაოდ მრავალფეროვანი და დიდი ქონდათ. ზოგი უმაღლეს დონეზე მოწყობილ სახლზე ოცნებობდა, ზოგი ლამაზ სარდაფზე, სადაც სანთელი ენთებოდა, მყუდროდ იცხოვრებდა და ყველაფერი გამზადებული მოუვიდოდა, ზოგი იმას რომ ნასკები თვითონ დაირეცხებოდა როცა მათ თოკზე გაფინავდა, ხოლო ზოგი ისეთი ზარმაცი იყო ფიქრიც კი ეზარებოდა და სრულიად ავტომატურ რეჟიმში ცხოვრობდა. ყველა მათგანს ერთი ოცნება ჰქონდათ - უდარდელად და უზრუნველად ეცხოვრათ.
პეტრე
ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდა იყო პეტრე, მაგრამ ის გამოირჩეოდა სხვა ბევრი ზარმაცისგან იმით რომ ცნობისმოყვარე იყო და სჯეროდა ოცნებების. მის ოცნებებს საზღვარი არ ჰქონდა, იგი ოცნებობდა ისეთ გარემოში ცხოვრებაზე სადაც ყველაფერი თავისით მოგვარდებოდა და არაფერზე არ იქნებოდა საზრუნავი.
ნაციის იდეის დაბადება
ერთხელაც პეტრეს ღრმად და ტკბილად ეძინა, მას სიზმარში ოცნება აუხდა და ისეთ ადგილას იმყოფებოდა სადაც ყველაფერი ისე იყო როგორც თვითონ უნდოდა. ისეთი გარემო იყო როგორც არსად, რის გაკეთებასაც დააპირებდი ყველაფერი თავისით კეთდებოდა, რასაც მოისურვებდი ყველაფერს ადვილად იპოვიდი, ისღა რჩებოდა რომ დამჯდარიყავი და დამტკბარიყავი ასეთ ადგილზე ყოფნით. პეტრე ასეთი გახარებული და განცვიფრებული ჯერ არ ყოფილა, მაგრამ უცებ გაქრა ეს ყველაფერი როგორცვე გამოეღვიძა პეტრეს. მართალია ეს სიზმარი იყო მაგრამ პეტრეს სჯეროდა რომ ასეთი ადგილი სადმე არსებობს და გადაწყვიტა მისი პოვნა. პეტრეს არ დაუწყია მარტო ძებნა. ის ხომ ზარმაცი იყო და თან მარტო ამის გაკეთება ცოტა არ იყოს და ფანტასტიკის სფერო იყო პეტრესთვისაც კი. ამიტომ პეტრემ გადაწყვიტა გაეზიარებინა თავისი ოცნების სიზმარი მისნაირი ზარმაცებისთვის და ერთად მოეძებნათ ის თუ მართლაც არსებობდა.
ოცნების კუნძულის ძებნაში
პეტრემ დაიწყო უსაქმური ხალხის მოძებნა, ვინც გამოადგებოდა ამ საქმისთვის. მალე მას უკვე იმდენი თავისნაირი ზარმაცი მეგობარი ჰყავდა რომ ერთი გემის ეკიპაჟს უდრიდა რაოდენობით, თორემ აბა ცოდნით ერთსაც არ უდრიდა მთელი ხროვა ერთად აღებული. ბევრი ფიქრის შემდეგ ამ ხროვამ პეტრეს მეთაურობით გადაწყვიტა ზღვაში გასულიყო კუნძულის საძებნად. მათ გაჭირვებით შეაგროვეს იმდენი ფული რომ ერთი პატარა გემი დაექირავებინათ და მაშინვე გავიდნენ წყალში. რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ რაც ოკეანის გარემოცვაში იმყოფებოდნენ. ისინი ხვდებოდნენ მეზღვაურებს, მეთევზეებს, მოგზაურებს და ბევრ საინტერესო ხალხს მაგრამ ისეთი კუნძულის ადგილსამყოფელი არავინ იცოდა როგორსაც ისინი აღწერდნენ. მათ ბევრი კუნძული მოინახულეს იმ იმედით რომ ის აღმოჩნდებოდა ის ერთადერთი მაგრამ ტყუილად, თუმცა არც ისე ტყუილად. ერთ კუნძულზე პეტრემ და მისმა მეგობრებმა სრულიად შემთხვევით დიდი განძი იპოვეს თითქოს ეს მათ ღმერთმა გამოუგზავნაო უზრუნველი ცხოვრებისათვის. ყველანი გახარებულები იყვნენ ასეთი მონაპოვარით და გადაწყვიტეს რომელიმე კუნძულზე დარჩენილიყვნენ დროებით და სიმდიდრის ხარჯვაში გაეტარებინათ დრო. მართლაც დაბინავდნენ და დაიწყეს ფულით ცხოვრება, მაგრამ დიდი ხანი არ გავიდა რომ მათ ესეთი ცხოვრება ყელში ამოუვიდათ და მობეზრდათ. მათ ხომ ისეთი სამყარო უნდოდათ სადაც ყველაფერი ჯადოსნურად თავისით გაკეთდებოდა და არ იქნებოდა საჭირო ზედმეტი მოსამსახურების მოშველიება ყველაფერში და ფულის გადახდა ყოველ ნაბიჯზე, მათ ხომ თავიანთი მუზით უნდოდათ ეცხოვრათ ისე რომ ამისათვის ბევრი არ ეწვალათ, ამიტომ ვერ შეეჩვივნენ ფულით ცხოვრებას და გადაწყვიტეს ოცნების კუნძულის ძებნა გაეგრძელებინათ.
დიდი გაკითხვა გამოკითხვის შემდეგ პეტრეს მიასწავლეს ადგილი სადაც ერთი შამანი ცხოვრობდა. და უთხრეს რომ ამ შამანმა იცოდა ყველა ადგილის საიდუმლო დედამიწაზე. პეტრეს და მის მეგობრებს ისღა დარჩენოდათ მისულიყვნენ მასთან. შამანთან მივიდნენ და თავიანთი ძებნის ობიექტზე უამბეს. შამანმა უთხრა რომ მართლაც არსებობს ასეთი ჯადოსნური ადგილი მაგრამ იქ მისვლა და ცხოვრება ადვილი არ იქნებაო, თუმცა ეს შამანის სიტყვები ვიღას ადარდებდა აწი. გადაუხადეს შამანს დიდი ქონება რომ ესწავლებინა გზა მათი ოცნების კუნძულამდე და გაემართა პეტრე და მისი ეკიპაჟი ოცნების კუნძულისაკენ დიდი შემართებით.
ოცნების კუნძულზე
იპოვეს კუნძული და დასახლდნენ მასზედ პეტრე და მისი პატარა ჯგუფი
ცხოვრება ოცნების კუნძულზე მართლა ისეთი იდეალური იყო როგორც მათ წარმოედგინათ, მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა
მცხოვრებთა მომატება გაფართოება კუნძულზე გარდაუვალი აღმოჩნდა, იქ ყველას უნდოდა მოხვედრა
მზის დაბნელება ბუნებრივი კატასტროფა იყო რომელიც მცხოვრებთა მომატებამ გამოიწვია და რომელმაც ზარმაცებში მებრძოლი სული გამოაღვიძა.
ბრძოლა ოცნების კუნძულისთვის სისხლის მღვრელი და დაუნდობელი იყო
ღმერთების გამოცხადება იყო ნიშანი ბრძოლის შეწყვეტის.
პეტრემ სწორედ გაიგო ეს ნიშანი, თავი მოუყარა დარჩენილ ხალხს ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მოიმხრო მოწოდებით რომ შეეწყვიტათ ერთმანეთში ბრძოლა და მან შექმნა ზარმაცების გაერთიანებული ნაცია, რომელიც იქნებოდა ერთიანი ძლიერი ნაცია და დაიცავდა კუნძულს ახალი დამპყრობლებისგან. ამის შემდეგ მალევე კუნძული განიტვირთა და ამოისუნთქა
დიდი ხნის ნანატრი განთიადი - ეს იყო დილა რომელიც გათენდა რამდენიმე გადაბმული ცივი ღამის შემდეგ, ეს იყო წუთი როდესაც კუნძულის ყველა მცხოვრები უყურებდა როგორ ამოდიოდა მზე და უხაროდა მისი ამოსვლა.
ნუთუ სულ ეს იყო ?
ეს მხოლოდ ის მცირე და ზოგადი მონაყოლია რაც მოხუცმა მოყვა, რა თქმა უნდა ეს ნაცია ასე უკვალოდ და უმისამართოდ არ გაქრებოდა ამ ადგილიდან რამე მნიშვნელოვანი რომ არ მომხდარიყო მას შემდეგ რაც ისინი დამკვიდრნენ კუნძულზე, თუმცა ბაბუს ჯერ არ მოუყოლია ამის შესახებ თუ რა მოხდა მერე. მაგრამ ასეთი მონაყოლის შემდეგ მე მაინც ძალიან კარგად დამეძინა იმ საღამოს.